მსოფლიოში ცნობილმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ რუსეთის ფეხბურთის კავშირში რასიზზმთან და დისკრიმინაციასთან ბროძლის სამსახურის კომისარ ალექსეი სმერტინთან საუბარში ფეხბურთში კორუფსციის წინააღმდეგ გამოხატა მოსაზრება.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 30 ივნისს მოულოდნელად მოსკოვში ჩავიდა, სადაც "დინამოს" მშენებარე სტადიონზე მოლე პრეს-კონფერენცია გამართა. სპორტსმენმა აღნიშნა, რომ აპირებს რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს. იმავე დღის საღამოს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მას დახვდნენ ჟურნალისტები, მაღალჩინოსნები და გულშემატკივრები. ფეხბურთელი კოლეგებსა და თაყვანისმცემლებს ესაუბრა და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო, შემდეგ კი ბოშური მუსიკის ფონზე იცეკვა.