მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინელი დიეგო მარადონამ რუსეთში ყოფნისას, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ბოშებთან ერთად მოულოდნელად ცეკვა გადაწყვიტა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ასრულებს ბოშურ ცეკვას დიდი ფეხბურთელი.
დიეგო მარადონა მოსკოვში გაზეთ „საბჭოთა სპორტის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთს უყვარს ფეხბურთის“ მიწვევით ჩავიდა.
მოსკოვში ჩასვლისთანავე მარადონა „დინამო“ სტადიონზე გაემართა და ჟურნალისტებს რუსეთში თავისი გეგმების შესახებ ესაუბრა. მასმედიასთან საუბრისას, მარადონამ თავისი ვიზიტის მთავარი მიზანი გაამჟღავნა. როგორც აღმოჩნდა, ის მოსკოვში ჩავიდა, რათა რუსეთის ნაკრებს უხელმძღვანელოს და ამასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროს.