საქართველოში ამიერიდან ფასები მხოლოდ ლარში უნდა მიუთითონ

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ვალუტის კუპიურები
ეროვნული ვალუტის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აიკრძალა ქონების გაყიდვა ან მომსახურება უცხოურ ვალუტაში.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. მეწარმეები საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზების, მომსახურების ან რეკლამირების შემთხვევებში ვალდებული არიან, ფასი ეროვნულ ვალუტაში მიუთითონ.

შესწორებები კანონებში "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" და "რეკლამის შესახებ" 1 ივლისიდან ამოქმედდა. აქამდე ფასები, მაგალითად ავტომობილის, უძრავი ქონების და სხვა, მითითებული იყო აშშ დოლარში და ანგარიშსწორებაც ასევე უცხოურ ვალუტაში მიმდინარეობდა.

დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს

ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე დამრღვევს გააფრთხილებენ, შემდეგ კი 1 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმებენ. თუ დარღვევა კიდევ გამეორდება, ჯარიმის ოდენობა უკვე 5 ათას ლარამდე გაიზრდება. ეს აკრძალვა ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისკენ მიმართული მთავრობის პროგრამის ფარგლებში მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ ლარის გამყარების გეგმა გასული წლის ნოემბერში, აშშ დოლართან მიმართებით ლარის მკვეთრი დაცემის შემდეგ მიიღო. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს იპოთეკური სესხების ნაწილის ლარში გადატანას დაბალი კურსით და ბიუჯეტში შემოსულობების გაზრდას თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებზე, საწვავსა და სათამაშო ბიზნესზე აქციზის გადასახადების ზრდის ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უწყებების ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0