ექსპერტი: საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს

© FB/ David Kikvidzeდავით კიკვიძე
დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, განუცხადა „Sputnik–საქართველოს” საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ.
ექსპერტი: საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს

„კომერციული ბანკები ამ შემთხვევაში არის ფინანსური ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნული ბანკისთვის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების მიზნით, ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკი ძალიან სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის საქმიანობაში სრულფასოვნად იყოს ჩართული და აკონტროლებდეს“, — მიაჩნია ექსპერტს.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების საკითხს პარლამენტი განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0