საქართველოს პრემიერმა მაიკ პენსის მომავალი ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა

© Giorgi Kvirikashviliმაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი
მაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მუშაობის პირველივე დღეებიდან კონტაქტების მაღალი დონის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პენსი საქართველოს ტურნეს ფარგლებში 31 ივლისი — 1 აგვისტოს პერიოდში ეწვევა, რომელიც ასევე ესტონეთსა და მონტენეგროში ვიზიტებს მოიცავს. პენსი საქართველოში კვირიკაშვილმა ორი თვის წინ, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს მოიწვია.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მოკლე პერიოდში დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა – 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველი დღიდან, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო,  საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ აშშ–თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. მაისში ვაშინგტონში კვირიკაშვილის და ტრამპის შეხვედრა გაიმართა.

მაიკ პენსი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ივლისის ბოლოს ეწვევა

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე 2016 წელს ავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს  „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში აშშ  საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის“ ბაზის ანალოგს,  საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს.

ყველა ახალი ამბავი
0