ქვეყნების კონკურენტუნარიანობა მოგზაურობის სფეროში: საქართველო 70-ე ადგილზეა

© Sputnik / Levan Avlabreliრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულ პარამეტრებს შორისაა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ჰიგიენა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის დონის მხრივ (The Travel & Tourism Competitiveness Report) საქართველოს 70-ე ადგილი უკავია.

რეიტინგს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2015 წელს საქართველოს რეიტინგში 71-ე ადგილი ეკავა.

თბილისი, ხედი პრეზიდენტის სასახლეზე - Sputnik საქართველო
საქართველომ სოციალური პროგრესის რეიტინგში 53-ე ადგილი დაიკავა

წელს რეიტინგში 136 ქვეყანა შევიდა. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი; ბოლო ადგილებზე კი აღმოჩნდნენ მავრიტანია, კონგო, ბურუნდი, ჩადი და იემენი. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთს 43-ე ადგილი უკავია, თურქეთს — 44-ე, აზერბაიჯანს — 71-ე და სომხეთს — 84-ე.

რეიტინგის ავტორები ითვალისწინებდნენ შემდეგ ფაქტორებს: ხელსაყრელი საქმიანი გარემო — აქ საქართველოს 22-ე ადგილი უკავია, უსაფრთხოება (29-ე ადგილი), ჯანმრთელობა და ჰიგიენა (36-ე), ადამიანური რესურსები და შრომითი ბაზარი (51-ე), ქსელური მზაობის ინდექსი (67-ე), ტურიზმისა და მოგზაურობის პრიორიტეტები (41-ე), საერთაშორისო გახსნილობა (66-ე), საფასო კონკურენტუნარიანობა (66-ე), ეკოლოგიური მდგრადობა (42-ე), საჰაერო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა (90-ე), სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა (63-ე), ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურა (70-ე), ბუნებრივი რესურსები (106-ე), კულტურული რესურსები და საქმიანი მოგზაურობა (81-ე). ეკონომიკური ინდექსით საქართველოს 166-ე ადგილი უკავია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დავოსში ყოველწლიური შეხვედრების ორგანიზებით არის ცნობილი. შეხვედრებზე იწვევენ ბიზნესის წამყვან ხელმძღვანელებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ცნობილ მოაზროვნეებსა და ჟურნალისტებს. WEF 1971 წელს შეიქმნა, მისი წევრია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 1000 მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0