საქართველომ სოციალური პროგრესის რეიტინგში 53-ე ადგილი დაიკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, ხედი პრეზიდენტის სასახლეზე
თბილისი, ხედი პრეზიდენტის სასახლეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანობაში საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც სოციალური პროგრესის ინდექსი საშუალოზე მაღალია.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative-ის მიერ მომზადებულ „2017 წლის სოციალური პროგრესის ინდექსში“ საქართველომ 70,8 ქულით 53-ე ადგილი დაიკავა.

თბილისი მზის ჩასვლისას - Sputnik საქართველო
ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა

Social Progress Imperative ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. ძირითადი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც აფასებს ორგანიზაცია ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას, არის: წვდომა ჰიგიენაზე, საცხოვრებელზე, საკვებ პროდუქტებზე, ჯანდაცვაზე, ინფორმაციასა და განათლებაზე, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ტოლერანტობის ხარისხი.

კვლევის თანახმად, საქართველომ მაღალი ქულები რამდენიმე კუთხით მოიპოვა, ესენია:

  • საბაზო განათლება — 99,26 ქულა
  • კვება და საბაზო სამედიცინო მომსახურება — 95,96
  • წყალი და სანიტარია — 90,26
  • პერსონალური უსაფრთხოება — 82,87
  • საცხოვრებელი — 79,48.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, აქ საქართველოს დაბალი ქულები აქვს. ტოლერანტობა და ჩართულობა ქვეყანაში 26,3 ქულით შეფასდა, უმაღლეს განათლებაზე წვდომა — 55,8 ქულით, არჩევანის პერსონალური თავისუფლება 57,87 ქულით, გარემოს ხარისხი 58,74 ქულით, ხოლო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 62,85 ქულით.

მთლიანობაში საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც სოციალური პროგრესის ინდექსი საშუალოზე მაღალია.

მეტეხის ტაძარი - Sputnik საქართველო
ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა

მიუხედავად ამისა, ეს მონაცემები ხელს არ უშლის საქართველოს, იყოს ლიდერი რეგიონში და გაუსწროს თავის უახლოეს მეზობლებს. თურქეთმა ინდექსში 61-ე ადგილი დაიკავა, სომხეთმა — 59-ე, აზერბაიჯანმა — 76-ე, ხოლო რუსეთმა — 67-ე ადგილი.

საქართველომ მაჩვენებლით ასევე გაუსწრო უკრაინას, რომელიც 64-ე ადგილზეა, ყაზახეთს (74-ე ადგილი) და ბელარუსს (65 ადგილი).

ინდექსში პირველ ადგილზე განთავსდა დანია — 90,57 ქულით, რომელსაც მოჰყვებიან ფინეთი — 90,53 ქულით და ისლანდია — 90,27 ქულით.

ყველაზე ცუდად საქმე სოციალური პროგრესის კუთხით აქვთ ჩადის რესპუბლიკას (35,69 ქულა), ავღანეთს (35,66) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (28,38). ეს სოციალური პროგრესის მიხედვით ყველაზე დაბალი ქვეყნების კატეგორიაში შემავალი სახელმწიფოებია.

ყველა ახალი ამბავი
0