თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს კონდიციონერების ჩართვას დაავალდებულებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები
თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ყველა სამარშრუტო ტაქსიში კონდიციონერი გამართულად მუშაობს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ქალაქის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს 1 ივლისიდან კონდიციონერების ჩართვას დაავალდებულებენ, აღნიშნულია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებაში.

"თბილისის მიკროავტობუსმა" სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემების შემოწმება უკვე დაასრულა და ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ყველა სამარშრუტო ტაქსის კონდიციონერი გამართულად მუშაობს.

Samsung Galaxy Note 7 - Sputnik საქართველო
თბილისის მერია სტუდენტებს მიკროავტობუსების მობილური პროგრამის შექმნაში დეხმარება

თუ ინსპექტორები შეიტყობენ, რომ მძღოლი კონდიციონერის ჩართვაზე უარს ამბობს, ის თავდაპირველად მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მეორედ მას მუშაობას აუკრძალავენ ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო თუ დარღვევა მესამედაც გამეორდება, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" უფლებას იტოვებს, ამ მძღოლთან შრომითი ხელშეკრულება გააუქმოს.

მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მიკროავტობუსების მუშაობას რეგულარულად მიადევნებს თვალს, შემოწმებების შედეგებს პერიოდულად გამოაქვეყნებს.

მგზავრებს პრეტენზიების დაფიქსირება შეუძლიათ საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე 032 220-03-40.

ყველა ახალი ამბავი
0