თბილისის მერია სტუდენტებს მიკროავტობუსების მობილური პროგრამის შექმნაში დეხმარება

© REUTERS / Kim Hong-JiSamsung Galaxy Note 7
Samsung Galaxy Note 7 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სტუდენტური კონკურსის „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ ფარგლებში საუკეთესო იდეა მიკროავტობუსების განრიგის შესახებ მობილური პროგრამა გახდა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში თბილისის მერიის მხარდაჭერით,  მიკროავტობუსების განრიგის მობილური პროგრამა შეიქმნება, რომელიც სტუდენტური კონკურსის გამარჯვებული პროექტია. 

ავტობუსი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისში ავტობუსის გაჩერებებზე სამარშრუტო სქემები გაჩნდება

სტუდენტური კონკურსის „გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ ფინალური პრეზენტაცია თბილისში, პარლამენტში გაიმართა. საუკეთესო პროექტად დასახელდა ქრისტინა კირაკოსიანის პროექტი, რომელიც სამარშრუტო მიკროავტობუსების განრიგისა და მათი გადაადგილების შესახებ მობილური პროგრამის შექმნას ითვალისწინებს.

კონკურსის ჩატარების იდეა ეკუთვნის პარლამენტის დეპუტატს ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან სოფო კილაძეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ორმხრივად სასარგებლო შედეგს გამოიღებს, როგორც ჩვენი ოლქისთვის, ასევე მასში მონაწილე სტუდენტებისთვის“, – განაცხადა კილაძემ.

პროექტი ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე კანდიდატებმა საკუთარი იდეები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წარადგინეს, ხოლო საუკეთესო იდეების ავტორებმა პრეზენტაცია ჟიურის წევრებისა და აუდიტორიის წინაშე საქართველოს პარლამენტში გამართეს.


ყველა ახალი ამბავი
0