თბილისში ავტობუსის გაჩერებებზე სამარშრუტო სქემები გაჩნდება

გამოწერა
სამარშრუტო სქემები, მეტროპოლიტენის შემდეგ, დედაქალაქის ავტობუსების გაჩერებებზეც გაჩნდება - ყველა მათგანი ინდივიდუალური იქნება.

თბილისი, 1 აპრილი-sputnik. თბილისში, გაჩერებებზე ავტობუსების სამარშრუტო სქემები გაჩნდება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" facebook-გვერდზე სოციალურ ქსელში.

ავტობუსის თითოეული გაჩერებისთვის ინდივიდუალური სქემა შემუშავდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ ამ ადგილზე მოძრავი ავტობუსის მარშრუტი, განმარტეს ქალაქის სატრანსპორტო სამსახურში.

ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებს ახალი ავტობუსები დაემატება

საქართველოს დედაქალაქში უკვე 220 ახალი გაჩერებაა, იგეგმება კიდევ 500-ის განთავსება. ამის შემდეგ დაიწყება სამარშრუტო სქემების გამოჩენა. მანამდე კი ავტობუსების გადაადგილების შესახებ ცნობების მოძიება შესაძლებელია საქალაქო სამსახურის ვებ გვერდზე. აქვე შეგიძლიათ დაგეგმოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტი დედაქალაქში.

სამარშრუტო სქემები უკვე გამოჩნდა თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში, სადაც მითითებულია მეტროს გაჩერებები, სკვერები და თბილისი ღირსშესანიშნაობები. დღეისათვის თბილისის გაჩერებებზე მუშაობს სპეციალური ტაბლოები, რომელზეც აღნიშნულია ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილი დრო.

ყველა ახალი ამბავი
0