თბილისის ქუჩებს ახალი ავტობუსები დაემატება

© FB / Мэрия Тбилисиახალი ავტობუსები
ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალიდან თბილისის ქუჩებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები დაემატა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2 თებერვლიდან სადგურის მოედანი–აეროპორტის №37 მარშრუტზე 10 ახალი ავტობუსი ივლის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება და 50 თეთრი ეღირება.

ახალი ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებს ახალი ავტობუსები კიდევ დაემატა

ახალი ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. Man-ის მარკის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ავტობუსები აღჭურვილია USB-ს როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დამუხტონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები.

აპრილისთვის თბილისს სულ 143 Man-ის ახალი ავტობუსი ეყოლება. ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად დიდ დიღომში 377 ავტობუსზე გათვლილი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზა შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლის გაზაფხულზე შევა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0