თბილისში კოკა ცქიტიშვილის ტრიბიუტ-კონცერტი გაიმართება

© FB / Koka Bluesman K Tskitishviliკოკა ცქიტიშვილი
კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცნობილი მუსიკოსის კოკა ცქიტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. 2017 წლის ივნისში გარდაცვლილი ცნობილი ქართველი ბლუზმენის, კომპოზიტორისა და ჯგუფ T.Blues Mob-ის ლიდერის, კოკა ცქიტიშვილის ტრიბიუტ-კონცერტი თბილისში 29 ივნისს გიმართება.

კოკას ხსოვნის საღამო ღია ცის ქვეშ, ვაკის პარკში, კლუბ Backstage76-ში ჩატარდება.

მსმენელის წინაშე წარდგება კოკა ცქიტიშვილის ბენდი T. Blues Mob-ი, მუსიკოსები ვალერი კოჩაროვი, რომა რცხილაძე, მარეკ მონიავა, დათო გურაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, ზაზა ცერცვაძე, დათო ბერულავა, ლევან ნიორაძე, ზურა კიკნაძე, დავით მანიჟაშვილი და სხვები. 

მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
მაესტრო, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა – გარდაიცვალა N1 ქართველი ბლუზმენი კოკა ცქიტიშვილი

კონცერტიდან შემოსული თანხა კოკა ცქიტიშვილის ოჯახს გადაეცემა.

კოკა ცქიტიშვილმა 1999 წელს საქართველოში ჯგუფი Koka & T. Blues Mob დააარსა, ევროპაში  გასტროლი 2000 წლიდან დაიწყო.  ჯგუფმა კონცერტები გამართა ესპანეთში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, თურქეთში, ტაილანდში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. ცქიტიშვილის გარდა, ჯგუფში შედიოდნენ თამაზ თხინვალელი (გიტარისტი), სანდრო ჟღენტი (დასარტყამი) და საბა ჩიხლაძე (ჰარმონიკა).

2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრია. ქართული მუსიკალური ჯგუფის KOKA & T.BLUES MOB ხელმძღვანელს, ბას-გიტარისტსა და სიმღერების ავტორ კოკა ცქიტიშვილს ბევრ ქვეყანაში იცნობდნენ. მის ჯგუფს ოთხი ალბომი აქვს გამოშვებული და მისი პარტნიორი დღემდე დანიური კომპანია Marskmusic-ია, რომელიც ისეთ შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს, როგორებიცაა ბი-ბი კინგი, მეჯიკ სლიმი, ძმები ვინტერები და ა.შ.

კოკა ცქიტიშვილი ბოლო წლებში მუშაობდა ესპანურ-რუსულ მედიაკომპანიაში RusradioMArbella, რომელიც ამ ჯგუფის ინტერესებს მთელ ევროპაში წარმოადგენდა. ქართველ ბლუზმენს ესპანეთის მილიონერების ქალაქ მარბელას ფესტივალებზე წლებია, რაც კონცერტებით იწვევდნენ, იგი ესპანეთში ჩატარებული რუსული ფილმების კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო. 

ქართული მუსიკალური ჯგუფის „KOKA & T.BLUES MOB“ ხელმძღვანელი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი ბლუზმენი და მისი მეგობრები მილიონერების ქალაქში

მუსიკოსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბოლო რამდენიმე კვირა კომაში იმყოფებოდა. ის 56 წლისა იყო. კოკა ცქიტიშვილი 7 ივნისს გარდაიცვალა.

ცქიტიშვილი ფესტივალ Blues&Wine-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა, რომლის ინიციატორი, იდეის სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი ორგანიზატორიც თავად იყო. მუსიკოსი თავის მომავალ ფესტივალს „ქართულ ვუდსტოკს“ უწოდებდა და მასზე ისეთი ვარსკვლავები მოიწვია, როგორებიც არიან კრის ჯაგერი (მიკ ჯაგერის ძმა), კენი უეინი, ჯეისი სმიტი, ბენ პული და შარონ ლიუისი.

მუსიკოსი ამ ფესტივალის ჩატარებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა და სიცოცხლე და შემოქმედება არამარტო ბლუზის, არამედ საქართველოში, უბრალოდ,  ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას მიუძღვნა.


ყველა ახალი ამბავი
0