თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა ოფიციალური ვიზიტით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.
„ვადასტურებთ, რომ ვიზიტი ივლისში შედგება. ახლა აქტიური მზადება მიმდინარეობს, ზუსტდება პროგრამის დეტალები, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ“, — განაცხადა საელჩოს თანამშრომელმა სააგენტოსთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში აპრილში მოიწვია, როდესაც თბილისში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლ კლიმკინს უმასპინძლა.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.