საყვარელიძე:უკრაინა სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე დავით საყვარელიძე ირწმუნება, რომ უკრაინაში ოპოზიციური საქმიანობის გამო საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამშობლოში ექსტრადირება ემუქრება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტადაციის საქმეზე  მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე დავით საყვარელიძემ.

სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. სააკაშვილი, რომელმაც პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი „კლანების“ მფარველობაში დაადანაშაულა, 2016 წელს თანამდებობიდან გადადგა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები“ („რუხ ნოვიხ სილ“) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

„ისინი (უკრაინის ხელისუფლება — რედ.) ყველა არხით და ჩვენთან დაახლოებული პირებში ავრცელებენ ამ ხმას, რომ თუ სააკაშვილი არ დაასრულებს უკრაინაში თავის ოპოზიციურ მოღვაწეობას, ისინი იმუქრებიან სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით. ისინი მოლაპარაკებებს აწრმოებენ საქართველოს ხელისუფლებასთან, კონკრეტულად, რუს ოლიგარქ ივანიშვილთან“, — განაცხადა საყვარელიძემ უკრაინულ ტელეარხ ZIK-ზე. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ინციდენტი თვითმფრინავში: სააკაშვილმა და ანანიძემ იჩხუბეს

საყვარელიძის თქმით, ივანიშვილთან მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მართავს.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, თავიდან ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად კიევში გადავიდა,  უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა,  მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისათვის 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გაფლანგვის საქმეზე. 

ამ დროისათვისს აქართველოს ექს-პრეზიდენტზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0