ნაცმოძრაობამ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

© FB / Заал Удмашвилиზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია, ის პარტიის წევრი არ არის და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ყოფილმა მმართველმა პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) თბილისის მერობის კანდიდატად ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია Rustavi2-ის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.

თბილისის მერისა და კიდევ 11 ქალაქისა და რაიონის მერების არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. არსებული კანონმდებლობით, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მერების არჩევნების პარალელურად საკრებულოს არჩევნებიც გაიმართება.

კახა კლაძე - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი ბრძოლა კალაძისათვის

„ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ინოვაციური გადაწყვეტილება მივიღეთ და გთავაზობთ კანდიდატს, რომელიც არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი", — განაცხადა უდუმაშვილის წარდგენისას ენმ-ის პოლიტსაბჭოს მდივანმა ნიკა მელიამ.

ყოფილი ტელეწამყვანის თბილისის მერის კანდიდატად წარდგენა მეტეხის ტაძრის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უდუმაშვილმა სიტყვით მიმართა შეკრებილთ და განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით შინ და იგებდით რა ხდებოდა ჩვენ ქვეყანასა და ჩვენ ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი", — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ენმ-ის კანდიდატი მთავარ მიზნად ისახავს – თბილისი ბედნიერი ადამიანების ქალაქად აქციოს.

„თბილისელები დღეს ვართ ძალიან გაბრაზებული, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული, როგორც დღეს. არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების უფლება, როგორც დღეს, იმიტომ რომ არასდროს ამდენი პრობლემა და მოუგვარებელი გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი", — განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილს სხვა პარტიების მხარდაჭერის იმედიც აქვს.

„მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგზე, რაც შეიძლება მაღალი შედეგი უნდა მივიღოთ არჩევნებში. ამიტომ ღიად ვტოვებთ ველს სხვა პარტიებისთვისაც და თუ მათი არჩევანი იქნება, მათი კანდიდატიც ვიქნები. პარტიების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჯერ კონკრეტულ პარტიას ვერ დაგისახელებთ, თუმცა, კონსულტაციები მიმდინარეობს", — განუცხადა ჟურნალისტებს უდუმაშვილმა.

რუსთავი 2-ის სტუდია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ზაალ უდუმაშვილს თბილისის მერობა სურს

თბილისის მერობის კანდიდატის გარდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი — ნიკა მელია.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მელიამ პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.

თბილისის მერის არჩევნებზე უდუმაშვილს კონკურენციას გაუწევენ ენმ-ის ყოფილ თანამოაზრეთა პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია, სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ასევე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ბოლო ორ კანდიდატს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია.

ყველა ახალი ამბავი
0