Sputnik-ის მკითხველთა უმრავლესობა საქართველოში მონარქიის აღდგენის წინააღმდეგია

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის წინააღმდეგია. ამაზე ახალი ამბების სააგენტოს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

კადრი ფილმიდან „სამეფო კარის თამაშები“ - Sputnik საქართველო
„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონი ივლისში დაიწყება

კითხვაზე „მხარს უჭერთ თუ არა ქვეყანაში მონარქიის აღდგენას", გამოკითხვაში მონაწილეთა 47%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. თუმცა, ასეთ ცვლილებებს მხარს უჭერს რესპონდენტების 6,6%.

მოსაზრებას, რომ „ამ ეტაპზე ამის დრო არ არის, მაგრამ მომავალში — შეიძლება“, ემხრობა მკითხველების 10,3%, ხოლო „იმ შემთხვევაში, თუ მონარქი თავად იქნება“ — 5,9%. აღნიშნული საკითხი „სულ ერთია" გამოკითხულთა 0,2%-ისთვის.

საქართველოში მონარქიის აღდგენის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 19 ივნისს საკვირაო ქადაგებაზე მოქალაქეებს მოუწოდა დაფიქრებულიყვნენ იმ საკითხზე, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და სახელმწიფოს ეს წყობა ქვეყანას მშვიდობას მოუტანს. უმრავლესობის დეპუტატებმა სულიერი ლიდერის ამ პოზიციის მიმართ პატივისცემა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ მომავალში გამორიცხული არაფერია.

კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს მართვის ფორმას, როდესაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია და სახელმწიფო ხელისუფლების სფეროში მას უმაღლესი უფლებამოსილებები არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0