თბილისი, 10 მარტი — Sputnik. პოპულარული ტელესერიალი „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის პირველ სერიას მაყურებელი 16 ივლისს იხილავს, იუწყება Sputnik Беларусь კომპანია HBO-ზე დაყრდნობით.
HBO-ს განცხადების თანახმად, სერიალის ახალი, მეშვიდე სეზონი ბოლოსწინა იქნება. მოსალოდნელია, რომ ფენტეზი–საგა 2018 წელს დასრულდება.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული სერიალის ფანატებმა, რომელსაც ამერიკელი ფანტასტის ჯორჯ მარტინის რომანების ციკლი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ უდევს საფუძვლად, დღემდე არ იციან, როგორი დასასრული ექნება მას.
The great war is here. #GoTS7 premieres 7.16. pic.twitter.com/1Jna10kNuQ
— Game Of Thrones (@GameOfThrones) 9 марта 2017 г.
საქმე ისაა, რომ სერიალის ახალი ეპიზოდები წინ უსწრებს მარტინის წიგნის გამოსვლას. „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ბოლო წიგნს მკითხველი მხოლოდ ფილმის მერვე სეზონის დასრულების შემდეგ იხილავს.
აღსანიშნავია, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი, მეშვიდე სეზონი ჩვეულებრივზე მოკლე იქნება — სულ შვიდი სერიისგან შედგება, და პროდიუსერები პრემიერისთვის რაღაც სიურპრიზს ჰპირდებიან მაყურებლებს.