თბილისიდან რუსთავამდე მეტროთი ან ტრამვაით: მერია ახალ პროექტს ამზადებს

© FB/Мэрия Тбилисиმეტროს ვაგონი
მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და რუსთავს შორის მოძრაობა გამარტივდება: შესაძლოა, ქალაქები მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტმა დააკავშიროს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისი და რუსთავი, შესაძლოა, ტრამვაიმ ან მეტრომ დააკავშიროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ტელეფონების დამტენი თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
მუდამ კავშირზე: მეტროში ტელეფონების დატენვას შევძლებთ

პროექტის რეალიზება 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის მიზანია დედაქალაქის ფარგლებში რკინიგზის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება და გამოთავისუფლებული ტერიტორიების გარდაქმნის პროცესის სტიმულირება. პროექტი ითვალისწინებს თბილისში გამავალი სარკინიგზო ხაზების ქალაქის გარეუბანში — თბილისის ზღვაზე გადატანას. თბილისის რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

„დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთა ნაკადს კი 300 მიკროავტობუსი ემსახურება. რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებითაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ თბილისი რუსთავს მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით დაუკავშირდეს", — განაცხადა მუმლაძემ.

სატრანსპორტო ჰაბი შესაძლოა „სამგორის" მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს „ისთ ფოინთამდე", ლილომდე და ასევე რუსთავამდე, მიიჩნევს მუმლაძე.

რუსთავი თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. „საქსტატის" მონაცემებით, ამ ქალაქში 126 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0