მუდამ კავშირზე: მეტროში ტელეფონების დატენვას შევძლებთ

© FB / Тбилисская транспортная компания ტელეფონების დამტენი თბილისის მეტროში
ტელეფონების დამტენი თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის განახლებულ მატარებელში დღეიდან შესაძლებელია მობილური ტელეფონების დატენვა, ნათქვამია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.

2016 წლიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროპოლიტენის განახლების პროცესი დაიწყო. გასულ წელს 16 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდა, ოთხი ვაგონი კი მთლიანად მოდერნიზებულია.

„ახალ გარემონტებულ ვაგონებში მგზავრებს სიახლე ელით, კერძოდ, ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB–პორტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები მგზავრობის დროს", — ნათქვამია განცხადებაში.

მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
თბილისის ახალი მეტროსადგური აგვისტოში გაიხსნება

სულ 2017 წელს იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. 2000 წლიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროს სადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.

თბილისის მეტროპოლიტენი სამხრეთ კავკასიაში სიდიდით მეორეა (პირველი – ბაქოს, მესამე — ერევნის).

ყველა ახალი ამბავი
0