თბილისის ახალი მეტროსადგური აგვისტოში გაიხსნება

© Tbilisi Transport Companyმეტროპოლიტენი
მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენის ახალი, 23-ე სადგურის მშენებლობა მაქსიმუმ ივნისის დასაწყისში დასრულდება.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის, „უნივერსიტეტის" მშენებლობა ივნისის დასაწყისში დასრულდება, ხოლო მეტროსადგური პირველ მგზავრებს აგვისტოში მიიღებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია.

„სადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები მაისის ბოლოს, მაქსიმუმ — ივნისის დასაწყისში დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სატესტო რეჟიმი. შემოწმდება ყველაფერი — კაბელები, ელექტოგაყვანილობა და ა. შ. სადგური მაქსიმუმ აგვისტოში ამუშავდება", — განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროს მატარებლები უფრო თანამედროვე გახდება

„უნივერსიტეტის" შესასვლელ-გასასვლელები განთავსდება ვაჟა-ფშაველას პროსპექტსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0