თბილისის მეტროს მატარებლები უფრო თანამედროვე გახდება

© FB / Мэрия Тбилисиთბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია
თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონების მოდერნიზაციას ეტაპობრივად ახორციელებს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ორი თვის განმავლობაში თბილისის მეტროპოლიტენის რვა ვაგონის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია იგეგმება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციას. შეიცვლება ვაგონების ინტერიერი, ექსტერიერს მიეცემა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით. გარდა ამისა, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით.

"ახლა 8 ვაგონის მოდერნიზება ხდება. პირველ ეტაპზე მოძრავი შემადგენლობა თვის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

გაწმენდის სამუშაოები თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
მეტროსადგურებს სპეციალური სითხით წმენდენ

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების მიზანია მგზავრებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების შეთავაზება. ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სულ 2017 წელს იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

2016 წლიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროპოლიტენის განახლების პროცესი დაიწყო. გასულ წელს 16 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდა, ოთხი ვაგონი კი მთლიანად მოდერნიზებულია.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. 2000 წლიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.

თბილისის მეტროპოლიტენი სამხრეთ კავკასიაში სიდიდით მეორეა (პირველი- ბაქოს, მესამე — ერევნის).

ყველა ახალი ამბავი
0