ამანი-ბათუმი: იორდანული ავიაკომპანია პირველ რეისს შეასრულებს

გამოწერა
სულ ბათუმის მიმართულებით წლევანდელ ტურისტულ სეზონზე 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავები იფრენს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. იორდანული ავიაკომპანია Royal Wings დღეს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს მარშრუტით ამანი-ბათუმი-ამანი, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება — ოთხშაბათობითა და კვირაობით Airbus A320-ისადაBoeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა იორდანიის ავიაკომპანიაზე.

ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ალმათიდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა

Royal Wings-ი ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე აპირებსფრენას — 10 სექტემბრის ჩათვლით. 

Royal Wings-ი მეორე იორდანული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში ოპერირებს. პირველი — ეს Air Arabia Jordan-აა, რომელმაც საქართველოში ფრენები დაიწყო 2017 წლის 28 აპრილს.

სულ ბათუმის მიმართულებით წლევანდელ ტურისტულ სეზონზე 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავები იფრენს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოს 6,3 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვია, რომელთაგან 1,4 მლნ ადამიანი სწორედ აჭარას სტუმრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0