ალმათიდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახური ავიაკომპანია Sunkar Air-ი ალმათიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთხელ - პარასკევს შეასრულებს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია Sunkar Air-ი  ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს.

პირველი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს, 09:30 საათზე დაეშვა, ალმათის მიმართულებით კი  საათნახევარში გაფრინდა — 11:00 საათზე, აცხადებენ TAV Georgia-ში.

ფრენები  Boeing B737-800-ით კვირაში ერთხელ — პარასკევს განხორციელდება.

ლიანდაგი - Sputnik საქართველო
ერევანი-ბათუმის ბატარებელი პირველ მგზავრებს 15 ივნისიდან მოემსახურება

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რეისებს რვა ახალი ავიაკომპანია განახორციელებს, მათ შორის, რუსული Nordstar Airlines-ი, Severstal-ი и Nordavia.

ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავები იფრენენ.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ყაზახეთიდან.

ზაფხულში ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარის რეგიონზე მოდის, რადგანაც მათთვის ბათუმი დასასვენებლად  ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, მათგან 1,4 მილიონი ადამიანი აჭარას სტუმრობდა. 2016 წელს საქართველოს  48,9 ათასი ყაზახი  ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0