საქართველოში გადაბრუნებული ავტობუსი მოსკოვიდან ერევანში მიდიოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ მარნეულთან, სომხურ ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. ავტოავარიაში სამი ქალი დაშავდა.

თბილისი, 25 ივნისი-Sputnik. ქალაქ მარნეულთან ახლოს, ავტომაგისტრალზე გადაბრუნებული ავტობუსი, ასრულებდა საერთაშორისო რეისს მოსკოვი-ერევანი, იტყობინება ტელეკომპანია რუსთავი 2.

ავტოსაგზაო შემთხვევა კვირა დილით მოხდა. ავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა და გადაბრუნდა. სამი ადამიანი დაშავდა, სამივე სომხეთის მოქალაქეა.  დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია ხუთი ადამიანი

„შუაში ვიჯექი, უეცრად ვიგრძენი, რომ ავტობუსი ყირავდებოდა. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.“- განუცხადა ავტობუსში მყოფმა მგზავრმა რუსთავი 2-ს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლოატაციის დარღვევის“ მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0