საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებთან ტრაპეზი გაიზიარა

© FB / Георгий Квирикашвлиგიორგი კვირიკაშვილი მუსულმანებს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი მუსულმანებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო 16 მაისიდან იცავს მარხვას, რომლიც ღამის ორ კვებას ითვალისწინებს: სუხური-გამთენიისას და იფთარი -საღამოს.

თბილისი 24 ივნისი-Sputnik. საქართველოს განვითარებაში დიდი როლი აკისრიათ მუსლიმანებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმთა საღამოს ტრაპეზზე.

წმინდა ყურანის მოვლინების აღმნიშვნელი რამადანი, 2017 წელს 26 მაისს მზის ჩასვლისას დაიწყო და 25 ივნისის საღამოს დასრულდება. რამადანის ბოლო დღეს, მზის ჩასვლისას დგება იდ ალ ფიტრის დღესასწაული — ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ისლამში.

„ჩვენ დიდი ძმობა გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ერთობის და ჩვენი ქვეყნის ძალა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ტრაპეზისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მუსლიმთა მხარდამჭერ გეგმებზე, მათ შორის მეჩეთების მშენებლობაზე და უკვე არსებულთა რესტავრაციაზე.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის 10,7% მუსლიმანია. 

შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშა-ზადე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა მოინახულა

რამადანის დადგომით ყველა მართლმორწმუნე მუსლიმმა უნდა იმარხულოს- ეს ისლამის 5 მცნებიდან ერთერთია სარწმუნოების აღიარების, ლოცვის, ქველმოქმედებისა და წმინდა ადგილების მონახულებასთან ერთად. მუსლიმანური კალენდრის მეცხრე თვეს მარხულობა ჰიჯრით მეორე წელს ჩვენი წ.ა. 624 წლიდან დაწესდა.

რამადანის დროს, მართლმორწმუნე მუსლიმანები დღე საკვებს არ იღებენ და სულიერად და ხორციელად იწმინდებიან. ამიტომ არის დაწესებული ღამით ორჯერ საკვების მიღების წესი: სუხური-გამთენიის და იფთარი — საღამოს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0