გივი თარგამაძე უკმაყოფილოა მისი საქმის გამოძიებით

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიგივი თარგამაძე
გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-დეპუტატი გივი თარგამაძე უკმაყოფილოა იმით, რომ მისი ავტომობილის აფეთქების საქმე არ განიხილება როგორც ტერაქტი.

თბილისი, 24 ივნისი —  Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი გივი თარგამაძე უკმაყოფილოა 2016 წლის შემოდგომაზე მისი ავტომობილის აფეთქების საქმეზე მიმდინარე გამოძიებით.

გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულები გამოავლინეს

თარგამაძის მანქანა თბილისის ცენტრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 2016 წლის 4 ოქტომბერს  ააფეთქეს. 

აფეთქების მომენტში მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ, ხოლო ხუთი გამვლელი სერიოზულად დაზარალდა.

„რა არ გააკეთა  პროკურატურამ? მან არ მიანიჭა  საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია, თუმცა ამ აფეთქების ყველა გარემოება ესადაგებოდა ამ მუხლს. გარდა ამისა, მან ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გამოყო ერთი ბრალდებულის საქმე და ის უკვე თავისუფალია… მან არ მიიღო არავითარი ზომა დანაშაულის კიდევ კიდევ ერთი აშკარა მონაწილის მიმართ, მესამე ბრალდებულის საქმე კი ასევე ცალკე იყო გამოყოფილი“, — განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.

თარგამაძის მანქანის აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ, პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად ბრალდებულის ვინაობა დააგინა, თუმცა მხოლოდ მისი ინიციალები გაამჟღავნა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თარგამაძის აფეთქების საქმე: ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული

მოგვიანებით მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დავით ხეჩუაშვილი, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი იყო. ხეჩუაშვილი ამჟამად იძებნება და შესაბამისად, 3 ივლისს სასამართლო საქმეს მის დაუსწრებლად განიხილავს.

თარგამაძეზე თავდასხმის საქმეში კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა ფიგურირებს, რომელიც იარაღისა და ასაფეთქებლის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. თებერვალში ჩაგუნავას პირობითი სასჯელი შეეფარდა 4 წლის ვადით და გათავისუფლდა საპატიმროდან. 

გივი თარგამაძეს მიაჩნია, რომ საქმესთან ასევე კავშირშია ვინმე დიმიტრი აბრამიშვილი, მაგრამ პროკუტარურა მისი მონაწილეობის საკითხს არ განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0