თავდასხმა დავით როსტომაშვილზე: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 14 ივნისს დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ქართველ იუმორისტ დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 14 ივნისს დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. იუმორისტი ბეისბოლის ჯოხით სცემეს და თავი გაუტეხეს.

„აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში იუმორისტი დავით როსტომაშვილი სცემეს

შსს-ს განცხადებაში უარყოფილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ კ. დანაშაულის ადგილიდან საკმაო დაშორებით მდებარე სპორტდარბაზში იმყოფებოდა და ამიტომ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.

„ყაჩაღობის ფაქტი 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე მოხდა. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერ არ დამდგარი თარიღის მოშველიებით ზურაბ. ქ-ს უდანაშაულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, — ნათქვამია განცხადებაში.

დავით როსტომაშვილი 1973 წელს დაიბადა. იგი პოლიციის პოლკოვნიკია. როსტომაშვილი საქართველოში პოპულარული „იუმორინას“ კონცერტებში გამოსვლის შემდეგ გახდა.

იგი გადაღებულია ქართულ კომედიურ ფილმებში „გარიგება 2“ და „მაიტა ნასოსი“.

ყველა ახალი ამბავი
0