ლონდონში გაჩენილი ხანძრის მიზეზი მაცივარი გახდა

© REUTERS / Hannah McKayხანძარი ლონდონში
ხანძარი ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Hotpoint-ის ფირმის მაცივრის ტექნიკური გაუმართაობა ძლიერი ხანძრის მიზეზი გახდა, რომელიც ლონდონში 14 ივნისს მოხდა, შედეგად კი 30 ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩატარდა მაცივრის ექსპერტიზა, რომლის გაუმართაობაც გახდა მიზეზი ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრისა, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.

მანამდე „სკოტლანდ-იარდის“ წარმომადგენელმა ფიონა მაკკორმიკმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი Hotpoint-ის ფირმის მაცივარი გახდა. მისი თქმით, საუბარია მაცივრის მოდელზე FF175BP.

„ეს მოდელი, რომელიც 2006-2009 წლებში იწარმოებოდა, აღარ გამოდის და ექსპერტიზა დაადგენს, საჭიროა თუ არა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, — მოჰყავს სააგენტოს ბიზნესის საქმეების მინისტრის გრეგ კლარკის სიტყვები.

ხანძრები პორტუგალიაში - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები პორტუგალიაში: უბედურებას 62 ადამიანი ემსხვერპლა

„კომპანიას გასაგებად განვუცხადე, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ამ მაცივრების მოხმარება რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, ველოდები, რომ ისინი ნებისმიერ დეტალს დაუყოვნებლივ გამოცვლიან“, — აღნიშნა კლარკმა.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში 14 ივნისს საცხოვრებელ კორპუს Grenfell Tower-ში  ძლიერი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, უგზოუკვლოდ დაკარგულად 28 ადამიანი ითვლება. 600-მდე ადამიანი ევაკუირებულია და უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრებში, მეჩეთებსა და ეკლესიებშია განთავსებული, ათობით ადამიანმა დამწვრობები მიიღო, ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

შენობა მდებარეობდა ლონდონის არც ისე პრესტიჟულ, თუმცა, თანამედროვე სოციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილ რაიონში — ჩრდილოეთ კენსინგტონში.

საცხოვრებელი სახლის  მობინადრეთა უმრავლესობა — აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრები იყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0