ტყის ხანძრები პორტუგალიაში: უბედურებას 62 ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა

პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ტყეში ათჯერ გაჩნდა ხანძარი, სტიქიას 60-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ მაშველები ხანძრის ჩაქრობას.

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 62 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Publico შინაგან საქმეთა სახელმწიფო მდივანზე ხორხე გომესზე დაყრდნობით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

ხანძრის გაკონტროლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტში (ლეირის ოლქი, ეშტრემადურის ისტორიული ნაწილი). ხანძარი, სავარაუდოდ, სიცხის შედეგად გაჩნდა. ტემპერატურა პირინეის ნახევარკუნძულზე 40 გრადუსზე მაღალია.

ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც დაზარალდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, თუმცა ზარალის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0