მუხთარლის გაუჩინარების საქმე: ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

© photo: Sputnik / Anar Mustafayevუშიშროების სამსახურის შენობა ბაქოში
უშიშროების სამსახურის შენობა ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის გულის პრობლემები აღენიშნება, ამტკიცებს ადვოკატი და მისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისში გაუჩინარებული და ბაქოში პატიმრობაში აღმოჩენილი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა უმაღლეს ინსტანციაში ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის გამო.

მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოშია დაკავებული და მას ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ბაქოს სასამართლომ 31 მაისს მას პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღით ადრე სადიგოვმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, მუხთარლისთვის შეფარდებული პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალოს, თუმცა მას ამაზე უარი ეთქვა.

„სააპელაციო სასამართლო ამ საქმეს ხვალ ან შემდეგ კვირაში განიხილავს… ახლა მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს, რადგან ყველა სამხილი შეგროვილია, და საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ აფგან მუხთარლი ვერაფერს ვერ გააკეთებს", — განაცხადა სადიგოვმა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოს მუხთარლის საქმის საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მუხთარლის გული აწუხებს და საპატიმროში ყოფნა მისთვის რთულია, აღნიშნა ადვოკატმა.

„გუშინ მოვიდა კარდიოლოგი. მან განაცხადა, რომ მას გული აწუხებს და პატიმრობაში ყოფნა მისთვის სახიფათოა", — განაცხადა სადიგოვმა.

საქართველოს შსს მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საქმეს იძიებს მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა".

პარალელურად მუხთარლის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ.

ყველა ახალი ამბავი
0