დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემის პროცესი გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliაფხაზეთიდან დევნილები
აფხაზეთიდან დევნილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით 267 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საცხოვრებელ სახლებს საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადასცემს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით 267 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თაღლითობა 95,5 ათასი დოლარის ფარგლებში: იძულებით გადაადგილებული პირები მოატყუეს

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ შეგრძნება, რომ პირველ რიგში მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იმისთვის, რომ დაიკანონონ საცხოვრებელი ფართი ან ახალი ბინა მიიღონ, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა არსებობს — სახელმწიფო მათთვის ბინებს ყიდულობს, აშენებს მრავალბინიან სახლებს, თუ დევნილებს დაკავებული აქვთ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფართი, მას უკანონებს, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს იკავებენ, სახელმწიფო მათთვის ამ ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0