თბილისელები ბაქოს ანდეგრაუნდის თეატრის პერფორმანსებს ნახავენ

© FB / adotheatreბაქოს თეატრის პერფომანსი
ბაქოს თეატრის პერფომანსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი მაყურებელი აზერბაიჯანის თეატრალური კოლექტივ ADO Theatre – Collective-ის შემოქმედებითი ექსპერიმენტების შედეგებს ნახავს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები 23-დან 25 ივნისის ჩათვლით ბაქოს ანდეგრაუნდის თეატრალური კოლექტივ ADO Theatre – Collective-ის ("АДО Театр-Коллектив") პერფორმანსებს ნახავენ.

ყოველწლიური გასტროლების ფარგლებში ქართველ მაყურებელს აზერბაიჯანული დასი თავისი რეპერტუარიდან ოთხ პერფორმანსს შესთავაზებს: "სტოპ", "გოტი", და ქუჩის ორი მოკლე პერფორმანსი — "ჰამამ" და "ქალის ხმა".

ბაქოში პირველი დამოუკიდებელი თეატრი ADO Theatre – Collective 2013 წელს ელმინ ბადალოვმა დააარსა, რომელიც, ორგანიზატორთა თქმით, აზერბაიჯანში თანამედროვე ხელოვნებისთვის უნიკალურ სცენას წარმოადგენს.

დასი თანამედროვე თეატრალური და საშემსრულებლო ხელოვნების ახალ ფორმებს სთავაზობს და შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისთვის აზერბაიჯანში ექსკლუზიურ ადგილად მიიჩნევა.

პერმის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში პერმის თეატრი პირველ გასტროლს გამართავს

კოლექტივი, რომელსაც ადრე „ოდა თეატრი" ერქვა, აზერბაიჯანულ ენაზე თანამედროვე დადგმების რეპერტუარით იწყებდა. 2015 წელს თეატრმა ახალი სახელწოდება მიიღო და მოღვაწეობა ალტერნატიული პერფორმანსების შექმნით გააგრძელა, რომლებსაც ძირითადად ტექსტი და სიტყვები არ გააჩნია.

კოლექტივი ცდილობს დაამსხვრიოს კლასიკური დადგმების სტანდარტები. აქტიურად დადის გასტროლებზე და ირანსა და საფრანგეთში საერთაშორისო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას.

თბილისში ბაქოელები 23 ივნისს შოთა რუსთაველის გამზირზე წარდგებიან ("ჰამამ" და "ქალის ხმა"), 24 ივნისს — ("გოტი") — Loft Hostel-ში 20:00 საათზე (რუსთაველის, 36), ხოლო 25 ივნისს ("სტოპ") — ფაბრიკაში, DIVEx, 20:00 საათზე (ნინოშვილის, 8).

 

ყველა ახალი ამბავი
0