კვლევა: საქართველო ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა ევროპაში

გამოწერა
ევროპის ყველაზე რელიგიურ ქვეყნებს შორის არიან საქართველო, სომხეთი და მოლდოვა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ამერიკული ორგანიზაციის Pew Research Center მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა.

ამერიკელმა სპეციალისტებმა რეგიონის 18 ქვეყანაში ჩაატარეს კვლევა „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რელიგია და ეროვნული თავშესაფარი", კვლევის მიზანია დადგინდეს, სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მორწმუნე ადამიანი.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების სამეულში შევიდნენ საქართველო (99%), სომხეთი (95%) და მოლდოვა (95%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლების სამეულში შევიდნენ უნგრეთი (59%), ესტონეთი (44%) და ჩეხეთი (29%).

კვლევაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ძირითადი ქვეყნები საერთო ჯამში რელიგიურებია. ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს შორის, სადაც ძირითადად ათეიზმი დომინირებდა, საქართველო ყველაზე რელიგიურია.

სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
იპოვე შენი თანამორწმუნე: საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის როლს მართლმადიდებლურ ქვეყნებში უფრო მეტად უჭერენ მხარს, ვიდრე კათოლიკურებში.

მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოსახლეობის მესამედზე მეტი დარწმუნებულია, რომ რელიგიური ფასეულობების გავრცელებას მთავრობა მხარს უნდა უჭერდეს. ამ სიაში ლიდერობენ სომხეთი (59%), საქართველო (52%) და რუმინეთი (46%). ამ საკითხში ბოლო პოზიციები დაიკავეს უნგრეთმა (28%), ხორვატიამ (27%) და პოლონეთმა (25%), სადაც მიიჩნევენ, რომ რელიგია პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს.

მკვლევარები იმითაც დაინტერესდნენ, რეგიონის ორი უმსხვილესი რელიგიური ჯგუფი — მართლმადიდებელი ქრისტიანები და კათოლიკეები ერთმანეთს როგორ უყურებენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე რელიგიური ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ რომის კათოლიციზმსა და აღმოსავლურ მართლმადიდებლობას ბევრი საერთო აქვთ. მართლმადიდებელი ქრისტიანები საქართველოსა (19%) და რუსეთში (17%) კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანებას უჭერენ მხარს.

The Pew Research Center — ამერიკული არასახელმწიფო კომპანიაა, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოში ატარებს სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი აზრის, დემოგრაფიული ტენდენციების და მედია-გარემოს კვლევებს.

ყველა ახალი ამბავი
0