ლორთქიფანიძე: ჩანს, სასოფლო სამეურნეო მიწების კატასტროფული რაოდენობაა გასხვისებული

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროსგან საქართველოში მიწის მესაკუთრე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესახებ.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. 2013 წლიდან 2017 წლის 24 მაისამდე საქართველოში მიწის მესაკუთრე 10 237 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 2 მოქალაქეობის არ მქონე პირი გახდა. განუცხადა Sputnik საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინიტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„2013 წლიდან 2017 წლის 24 მაისამდე 10237 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 2 მოქალაქეობის არ მქონე პირი გახდა მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე/თანამესაკუთრე და შესაბამისად, საკუთრება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. მიწის მფლობელი უცხოელებიდან აშშ —ს მოქალაქეა — 203; რუსეთის — 5622; საბერძნეთის — 406; ყაზახეთის —128; ეგვიპტის — 267; გერმანიის — 171; თურქეთის — 136; ირანის — 238; სომხეთის — 592; უკრაინის — 379; ერაყის — 246; ისრაელის — 243; აზერბაიჯანის — 631 მოქალაქეა."- აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო - გავყიდოთ თუ არ გავყიდოთ

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, 2013 — 2017 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიამ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან ორი თვის დაგვიანებით მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ასევე მოთხოვნილი იყო გაყიდული მიწების რაოდენობა შესაბამისი კატეგორიების მითითებით, ამაზე საჯარო რეესტრს პასუხი არ მოუწერია, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ უწყებას კიდევ დამატებით შეეკითხვებით მივმართოთ."- აღნიშნა ოპოზიციური პარტიის წევრმა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ვარაუდით, იუსტიციის სამინიტრო გასხვისებული მიწების კატეგორიების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების რაოდენობის დაკონკრეტებისგან იმიტომ იკავებს თავს, რომ ეს მაჩვენებელი დიდია.

სოფლის მეურნეობა - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება: რა კრიტერიუმებით უნდა იყიდებოდეს საქართველოში მიწა უცხოელებზე

„როგორც ჩანს, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების კატასტროფული რაოდენობაა გასხვისებული, რომელთა უმეტესი ნაწილის დამუშავება არ ხდება და მათი ერთადერთი დატვირთვა გაზრდილი ფასით გადაყიდვაა"- მიაჩნია დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ მიმდინარე წლის აპრილში გაზეთ „კვირის პალიტრას" განუცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5% უცხოელების საკუთრებაა. საუბარია 45-დან 55 ათას ჰექტარ მიწაზე. ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ფლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წილის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკისა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0