ექსპერტის მოსაზრება: რა კრიტერიუმებით უნდა იყიდებოდეს საქართველოში მიწა უცხოელებზე

© Sputnik / STRINGERსოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგრარული საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქავამ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის თაობაზე „Sputnik–საქართველოს" თავისი მოსაზრება გაუზიარა.

უცხოელებზე მიწის გაყიდვის საკითხი დიდი განხილვის საგანია. ყოველთვის იყო ამ საკითხზე საუბარი, მსჯელობა, კამათი. გარკვეული პერიოდი მორატორიუმიც კი გამოცხადდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით. ამჟამად საკონსტუტუციო კომისია მუშაობს, რათა კონსტიტუციაში ამ საკითხზე მკაფიო ჩანაწერი გაკეთდეს.

ფაქტია, რომ რაღაც შესაცვლელია. ფაქტია, რომ უცხოელებზე მიყიდული არაერთი მიწის ნაკვეთია დაუმუშავებელი. ისიც ფაქტია, რომ ბევრისთვის გაუგებარია, რატომ ყიდულობს მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ მას არ დაამუშავებს, ინვესტიციას არ განახორციელებს და მოგებას არ მიიღებს. რა არის ამის მიზეზი? რა არის იმის მიზეზი, რომ უცხოელის ნაყიდი მიწა უპატრონოდაა? პირველ რიგში სწორედ ამ მიზეზს უნდა ვებრძოლოთ.

სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს სასოფლო-სამეურნეო მიწას მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღოს. იქნებ უმჯობესი იყოს, კანონმდებლობაში ავსახოთ, რომ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა არ იყოს გარკვეული ტიპის გარანტია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – მიიღოს ცხოვრების უფლება ჩვენ ქვეყანაში?

ირაკლი ჩიქავა - Sputnik საქართველო
უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს

ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციები და სოფლის მეურნეობამ ამ მიმართულებით შეიძლება დიდი როლი შეასრულოს. თუ ჩვენთვის ინვესტიციებია მნიშვნელოვანი, მაშინ ვუთხრათ ინვესტორებს, რომ თუ მათ სურთ ჩვენ ქვეყანაში მიწის ყიდვა, ამ მიწაზე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღონ. იქნებ ჯობდეს ამ მიმართულებით ვიმუშავოთ და განვსაზღვროთ კონკრეტული საჰექტრო საინვესტიციო მოცულობა. საქართველოს მოქალაქეებსაც  და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ თუ უცხოელი იყიდის მიწას, ე.ი. ის აუცილებლად დებს ინვესტიციას და ის მიწა დაუმუშავებელი არ იქნება. აისახოს ეს ვალდებულება შემოსავლების სამსახურში და გაკონტროლდეს პროგრამულად. არ განახორციელებს ინვესტიციას — დავაჯარიმოთ. არ გადაიხდის ჯარიმას — ჩამოვართვათ და აუქციონზე გავყიდოთ. აქვე შეიძლება საჰექტრო საინვესტიციო მოცულობა შევამციროთ, თუ უცხოელი იყიდის გასაკულტურებელ მიწას — დაჭაობებულს, დამეწყრილს და ა.შ.

მთავარია შევქმნათ კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეძლებს უცხოელი მიწის ყიდვას. ეს კრიტერიუმები საკმაოდ კონკრეტული უნდა იყოს. ამ კრიტერიუმების მიხედვით მიეცეს საჯარო რეესტრს მიწის უცხოელზე რეგისტრაციის უფლება. უცხოელზე მიწის გადაფორმების გადაწყვეტილებას რომელიმე სამინისტრო ან ჯგუფი არ უნდა იღებდეს — ეს კორუფციული გარიგების საფრთხეს ქმნის. კრიტერიუმები ყველასთვის ერთი უნდა იყოს.

ზეთისხილის პლანტაცია კახეთში - Sputnik საქართველო
რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

მთავარი არსი, რატომაც მიწის მიყიდვის უფლება უნდა მიეცეს უცხოელს, არის ინვესტიციის შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოვა ახალი ტექნოლოგიების ცოდნა, მოხდება მიწების გაკულტურება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, შეიქმნება დოვლათი. მოკლედ, ბევრი ბენეფიტი აქვს ინვესტიციებს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენი მიზანი ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოსვლაა, იქნებ ჯობდეს მცირე ზომის მიწების ყიდვის უფლება საერთოდ ავუკრძალოთ უცხოელებს და მხოლოდ დიდი ფართობების ყიდვის უფლება მივანიჭოთ, რათა ინვესტიცია მოცულობითი იყოს. მცირე ფართობების მიყიდვის აკრძალვას შეიძლება რამდენიმე დადებითი მხარე ჰქონდეს. პირველი, რაც უფრო დიდ მიწას იყიდის, მით უფრო დიდი ინვესტიციის ჩადების ვალდებულება ექნება. მეორე, მცირებიუჯეტიანი უცხოელი ვერ იყიდის საქართველოში მიწას, შესაბამისად, მხოლოდ ისინი შეძლებენ მიწის ყიდვას, ვისაც დიდი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ამით ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.

ბოლოს უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საკითხი ძალიან სენსიტიურია. სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას ინვესტიციებზე, თუმცა პარალელურად ეს ისე უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.

ყველა ახალი ამბავი
0