ქართველი მხატვრის ნამუშევრები ლუვრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა

© კაკო ძნელაძის პირადი არქივიკაკო ძნელაძის ნახატების გამოფენა
კაკო ძნელაძის ნახატების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ ახლახან ბათუმელი მხატვრის, კლასიკური ფერმწერის კაკო ძნელაძის ნამუშევრები ლუვრში გამოიფინა, რაც მსოფლიოს ყველა ხელოვანისთვის მისი შემოქმედების აღიარების ნიშანია.

მხატვარი პარიზში 15 დღე იმყოფებოდა და ამ ხნის მანძილზე მას ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. მათ შორის იყო იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ ირინა ბოკოვასთან შეხვედრაც. სამომავლოდ მხატვრის ნახატები პარიზის ერთ-ერთ მთავარ გალერეაში გამოიფინება. მხატვარს ბათუმში დავუკავშირდით.

© FB/ Kako Dzneladzeკაკო ძნელაძე
კაკო ძნელაძე - Sputnik საქართველო
კაკო ძნელაძე

- ბატონო კაკო, აშკარად მოსალოცი ამბავია…

— გმადლობთ, ეს დარბაზი ლუვრის პირველ სართულზეა, სადაც წელიწადში ორჯერ – ივნისში და ოქტომბერში მხატვართა მსოფლიო გამოფენა იმართება. ამ დარბაზში წარმოდგენილ მხატვრობას ბოლო დროს ფოტოგრაფია, მუსიკა და სხვა ჟანრებიც დაამატეს. მოკლედ, თანამედროვე არტი უკვე სრულადაა წარმოდგენილი. 

- თუ შეიძლება, გაიხსენეთ როგორ და როდის გამოვიდნენ თქვენზე?

— დაახლოებით ორი წლის წინ გამოვიდნენ. მანამდე ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნების გალერეებში იყო გაგზავნილი. დეკემბრის თვეში „არტ შოპინგში“ ჩემი 15 ნამუშევარი გადავაგზავნე. სამი თვის შემდეგ მოვიდა შეტყობინება, რომ მასზე დაშვებული ვარ და შემატყობინეს, რომ დიდი სიამოვნებით დაუთმობენ საგამოფენო სივრცეს ჩემს ნამუშევრებს. გარკვეული პირობები იყო დასაცავი, მაცნობეს, თუ რა ზომის უნდა ყოფილიყო ნამუშევრები, რამდენი კვადრატი და ასე შემდეგ.

© კაკო ძნელაძის პირადი არქივიკაკო ძნელაძის ნახატების გამოფენა
კაკო ძნელაძის ნახატების გამოფენა - Sputnik საქართველო
კაკო ძნელაძის ნახატების გამოფენა

- თემატიკა თუ იყო განსაზღვრული?

— არა, თემატიკა თავისუფალი იყო. იქიდან, რაც გადავაგზავნე, ჩემი 6 ნამუშევარი ამოარჩიეს იმ ოთხ კვადრატში გამოსაფენად, რაც მე დამითმეს, ანუ ეს იყო  პირადად ჩემი სტენდი. 

- ბატონო კაკო, თქვენ კლასიკური ფერწერის მიმდევარი ხართ…

— დიახ, მე ამ მიმართულების მომხრე ვარ და თუ რაიმე თანამედროვე ნიუანსები გამოკრთება ხოლმე ნამუშევარში, ეს თავისთავად კარგია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, რადგან დღეს თანამედროვე თემებზე კლასიკურ–აკადემიური სტილით ხატვა ნაკლებადაა წარმოდგენილი. თუმცა ჩემ ნახატში „მესაყვირე“ მეტაფიზიკური თემაც იყო. მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე მოწონება დაიმსახურა ადამის ხისა და ოქროს ფონზე შესრულებულმა „შვილის პორტრეტმა“, რომელიც საუკეთესო ნამუშევართა ათეულში მოხვდა და „არტ შოპინგის“ ფეისბუქ-გვერდზეც გამოიფინა. 

© კაკო ძნელაძის პირადი არქივიშვილის პორტრეტი
შვილის პორტრეტი - Sputnik საქართველო
შვილის პორტრეტი

- პარიზის გალერეები თუ დაგიკავშირდნენ? 

— დიახ, პარიზის ორი გალერეა უკვე დამიკავშირდა. ესაა გალერეა რიკარდო ბარტონე, რომელიც გალერისტების ისეთ ცნობილ ქუჩაზეა, როგორიცაა რიუ დე სენ მაზარინი. ეს ქუჩა პარიზის აკადემიის მიდამოებშია, სადაც უამრავი გალერეაა. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ არსებული გალერეის მარტო ათი კვადრატი 3 მილიონი ევრო ღირს. აი, ასეთი მაღალი დონეა და სწორედ ერთ-ერთ ასეთ გალერეაში გამოიფინება ჩემი ნამუშევრები. ეს უკვე გადაწყვეტილია. ალბათ ეს გამოფენა 2018 წლის მარტში ან აპრილში მოეწყობა, რაც უკვე შიდა სამზარეულოს თემაა. 

© FB/ Kako Dzneladzeიუნესკოს გენერალურ დირექტორთან, ირინა ბოკოვასთან ერთად იუნესკოში
იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, ირინა ბოკოვასთან ერთად იუნესკოში - Sputnik საქართველო
იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, ირინა ბოკოვასთან ერთად იუნესკოში

- ბატონო კაკო, საქართველოდან მარტო თქვენ იყავით?

— საქართველოდან ინდივიდუალურად ვიყავი წარმოდგენილი და ჩემ კუთხეს ეწერა: კაკო–აკაკი ძნელაძე. იყო თბილისელი მხატვარი მერაბ გაგელიძეც და მხატვართა ჯგუფი ლელა ტაბლიაშვილის მეთაურობით, მაგრამ ეს იყო ცალკე პავილიონი „ჯორჯიან–არტ“, სადაც 5-6 მხატვარი ერთად იყო. ცალკე სტენდი მე და მერაბს გვქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენას საქართველოს მეფეთა შთამომავალი ალექსანდრე და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე–დელონე ეწვივნენ.

- იუნესკოშიც იყავით მიწვეული, რომელ შეხვედრას გაიხსენებდით?

— 15 ივნისს იუნესკოში ვიყავი მიწვეული და იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ირინა ბოკოვას შევხვდი. როცა პარიზში ვარ ხოლმე, მას ხშირად ვხვდები. ეს მასთან მესამე შეხვედრა იყო. მიმიწვიეს საღამოზე, რომელიც ირინა ბოკოვამ მოაწყო. ეს ქალბატონი ადრე საქართველოში მოვიწვიეთ ბათუმის ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორიც ქალბატონი ელისო ბოლქვაძეა. ეს ქალბატონი, ირინა ბოკოვა ოფიციალურად ისევ მოვიწვიეთ ბათუმის ფესტივალზე 2-8 სექტემბერს. მართალია, ძალიან დაკავებულია, მაგრამ ფესტივალის ბოლოს ალბათ ჩამოვა. 

ყველა ახალი ამბავი
0