საქართველოს საარჩევნო სისტემა დაგეგმილზე გვიან შეიცვლება

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარდება არა 2020 წლიდან, არამედ 2024 წლიდან.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2020 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოქმედი საარჩევნო სისტემით აირჩევენ, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
არჩევნების სისტემა საქართველოში: „ქართული ოცნება" პლუსებსა და მინუსებს აფასებს

პარლამენტი განახლებული კონსტიტუციის პროექტს იხილავს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მომდევნო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატებს პროპორციული სისტემით აირჩევენ.

„სამწუხაროდ, ოპოზიციამ, კონსულტაციების სირთულეებიდან გამომდინარე, იმ ვითარებაში ჩაგვაყენა, რაც 2015-2016 წლებში იყო. მაშინ შესაძლებელი იყო პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ თანდათანობით გადასვლა და დღეს ჩვენ იმავე რთულ ვითარებაში ვართ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოგვიწიოს არა 2020 წელს, არამედ 2024 წლიდან“, — განაცხადა კობახიძემ.

არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მათ შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში 2016 წელს შეიტანეს, თუმცა, მისი განხილვა გარკვეული პერიოდით გადაიდო.

მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ აცხადებდა, რომ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარტიის შიგნით აზრი გაიყო და კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0