თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დონეცკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს მიხეილ სააკაშვილს ბრილიანტის მწვანე შეასხეს, იუწყება РИА Новости Украина პორტალ Dnepr24-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
ინციდენტი 18 ივნისს მოხდა.
"ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლების ძეგლის გვირგვინით შემკობის შემდეგ სააკაშვილმა ქალაქის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მხურვალე გამოსვლა კვერცხების სროლამ და ბრილიანტის მწვანეს შესხმამ შეწყვიტა. სააკაშვილმა იხუმრა, რომ ის მწვანეთა პარტიაში მიიღეს", — ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, "პირველი ქალაქი" წერს, რომ ბრილიანტის მწვანეს შხეფები რამდენიმე მეტრზე გაიფანტა.
"პროვოკაციული ქმედების გამო ნივთიერებამ გაუსვარა სამოსი რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც სახელდახელოდ გაკეთებული ტრიბუნის მახლობლად იდგნენ. თავად მიხეილ სააკაშვილს დაესვარა მაისური, რომელიც, მისი თქმით, მას დნეპრში აჩუქეს", — ნათქვამია განცხადებაში.
ხულიგანი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ კრივოი როგში მისი ვიზიტის მიზანი გახდა მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ქალაქის საბჭოში ჩატარებულ ჩხრეკებსა და ქალაქის უმაღლესი ხელმძღვანელობის საქმიანობაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოვლენილ შემთხვევებს.
მანამდე ბრილიანტის მწვანეს "დოზა მიიღეს" "ოპოზიციური ბლოკიდან" სახალხო დეპუტატებმა ალექსანდრ ვილკულმა და ნატალია კოროლევსკაიამ, ადვოკატმა ტატიანა მონტიანმა, გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და სხვებმა.