პარლამენტის სპიკერი ოპოზიციას ფინანსების დამალვაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Stringerაშშ დოლარის კუპიურები
აშშ დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერებმა შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ზუსტი მონაცემები დეკლარაციაში არ ჩაწერეს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე დეკლარაციებში მიუთითეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეგიონალურ კონფერენციაზე „ფული პოლიტიკაში".

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიების ფინასური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში პარტიები დეკლარაციებს აბარებენ. დეკლარაციების მიხედვით, ყველაზე მეტი არჩევნებზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომ" დახარჯა — 22,3 მლნ ლარი, რაც თითქმის 6,5-ჯერ მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი პარტიის ხარჯი — „სახელმწიფო ხალხისათვის" და 7,7-ჯერ მეტია, ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დახარჯა.

„კვლავ არის გაუმჭვირვალობის პრობლემა პოლიტიკური სახსრების კუთხით. ჩვენი ოპონენტები ბევრად მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე დეკლარირებას აკეთებდნენ", — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ 10 მილიონზე ბევრად მეტი დახარჯა

სპიკერი ამ საკითხის ანალიზის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ხისტი რეპრესიების გარეშე პრობლემა რჩება პრობლემად და ეს არის ის, რასაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ", — აღნიშნა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხისტი ზომების გამოყენებისას, ხელისუფლება არ უნდა გადავიდეს რეპრესიებზე, როგორც ეს ძველი ხელისუფლებისას მოხდა.

2012 წელს პარტიების დაფინანსების წესების დარღვევის გამო „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 95 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. ხოლო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე — 10,3 მილიონი დოლარით.

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ჯარიმები უკანონოდ სცნეს.

ევროპის ქვეყნებში პარტიების ფინანსირების საკითხებზე კონფერენცია „ფული პოლიტიკაში" თბილისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0