ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ 10 მილიონზე ბევრად მეტი დახარჯა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის თავად იყო პასუხისმგებელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და, აქედან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაცია აქვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხარჯებზე.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების მიერ 2016 წლის არჩევნების დროს დეკლარირებული თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახარჯული აქვთ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამის შესახებ წერს საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.

"ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იმაზე, რომ, მაგალითად, "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა ამ არჩევნებში მთლიანი რესურსის 2/3, რაც არის მთლიანად აცდენილი სინამდვილეს. დაახლოებით 10 მილიონი აქვთ დეკლარირებული ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც რეალურად მათ მიერ გაწეული ხარჯები არის დაახლოებით ათჯერ მეტი. ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის თავად იყო პასუხისმგებელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და, შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს "ათ მილიონზე ბევრად მეტი აქვთ დახარჯული ამ არჩევნებში".

ყველა ახალი ამბავი
0