საბერძნეთში შვიდი ქართველი დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rusvati2.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვას მოქალაქე დააკავეს

ბერძნული მასმედიის ინფორმაციით, დაკავებულია 8 პირი, რომელთა შორის, 7 ქართველია და ერთი უკრაინელი.

საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველები შეიარაღებული იყვნენ.

ათენში მათ ბრალი მაღაზიებისა და ბინების ძარცვაში, მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და ნარკოტიკების შენახვაში აქვთ წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0