თბილისი,17 ივნისი-Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ფედერაციული გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნათქვამია პრეზიდენტის facebook გვერდზე.
ჰელმუტ კოლი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გერმანიის ქალაქ ლიუდვიგსჰაფენ-ამ-რეინში.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში.
მისი სახით ქართველომა ხალმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგვრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში.
ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმანელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში“.
მანამდე ჰელმუტ კოლის გარდაცვალებაზე სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჰელმუტ კოლი გერმანიის ფედერალური კანცლერი იყო 1982-1998 წლებში.