თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости ტაბლოიდ Bild-ზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, კოლი გერმანულ ქალაქ ლუდვიგსჰაფენ-ამ-რაინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჰელმუტ კოლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო.