პეკინის ქუჩის სარემონტო სამუშაოებმა საცობები გამოიწვია

გამოწერა
თბილისის მერიის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე — პეკინზე დაწყებულმა სარემონტო სამუშაოებმა, რომელიც პარასკევს დაიწყო, მიმდებარე ქუჩებსა და მოედნებზე საცობები გამოიწვია.

ამ კუთხით ყველაზე რთული ვითარება ჟვანიას მოედანზეა შექმნილი, გადატვირთულია ასევე სააკაძის მოედანი და შარტავას ქუჩა.

პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
პეკინის ქუჩის რემონტი 16 ივნისს დაიწყება

„საპატრულო პოლიციასთან ერთად ერთობლივი გეგმაა შემუშავებული, რომლის დახმარებითაც, ამ მონაკვეთის განტვირთვა მოხდება. ჩვენ შეგვიძლია ტრანსპორტის ნაკადის გატარება სააკაძის მოედნიდან საბურთალოს ქუჩისკენ“, — განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელმა მზევარ გოგილავამ ტელეკომპანია  Rusvati2-თან.

ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას ამ რაიონში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები პარასკევს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულ მომენტში პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობაა. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მოხდება ძველი ასფალტის საფარის დემონტაჟი. როგორც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე ორშრიანი ახალ ასფალტს დააგებენ. გარდა ამისა, პეკინის ქუჩაზე განაახლებენ 600 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს წყლის  ორკილომეტრიანი სისტემის რემონტს, რომელსაც კომპანია Georgian Water and Power (GWP) განახორციელებს.

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.


ყველა ახალი ამბავი
0