პეკინის ქუჩის რემონტი 16 ივნისს დაიწყება

© photo: Sputnikპეკინის ქუჩა
პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინის ქუჩის რემონტი 60 წელი არ ჩატარებულა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისში 16 ივნისს დაიწყება სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე — პეკინის ქუჩაზე, ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რემონტის ფარგლებში ძველი ასფალტის საფარის დემონტაჟი ჩატარდება. როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე დაიგება ახალი ორმაგი საფარი. გარდა ამისა, პეკინის ქუჩაზე მოეწყობა 600 მეტრის სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი.

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამუშაოები სწრაფ ტემპში, 24 საათიან რეჟიმში წარიმართოს, რათა სექტემბერში, ვიდრე მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, ყველა ძირითადი სამუშაო იყოს დასრულებული და გადაადგილება იყოს თავისუფალი", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თათბირზე სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანია Black Sea Group-ის თანამშრომლებთან.

გზის რემონტი წყნეთში - Sputnik საქართველო
ახალი სიცოცხლე წყალდიდობის შემდეგ: წყნეთში გზის აღდგენა მიმდინარეობს

პროექტი ითვალისწინებს ორკილომეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის რემონტს, რასაც კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) განახორციელებს. თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ პეკინის ქუჩა 60 წელი არ შეკეთებულა.

შეკეთებისას პეკინის ქუჩა გადაიკეტება ნაწილობრივ, რაც გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს მინიმუმამდე დაიყვანს.

სარემონტო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0