ჯგუფი „ლენინგრადი“ თბილისში კონცედრტის ჩასატარებლად მზად არის

© Tbilisi Open Air / AlterVision"ლენინგრადი" თბილისში
ლენინგრადი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი „ლენინგრადი“ უკვე თბილისშია, მუსიკოსებმა „საუნდჩეკი" წარმატებით გაიარეს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ცნობილი რუსული ჯგუფი „ლენინგრადი“ თბილისის მუსიკალურ ფესტივალ „ Tbilisi Open Air 2017“-ზე უახლოეს საათებში წარსდგება — პოპულარული კოლექტივის კონცერტი 22:50 საათზე დაიწყება.

სერგეი შნუროვმა, მუსიკოსებთან და ორ ვოკალისტთან ერთად, „საუნდჩეკი" წარმატებით გაიარა.

Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, კოლექტივის ფრონტმენტმა ქართული ღვინის დაგემოვნება უკვე მოასწრო. შნუროვმა საკუთარ გვერდზე ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც მისთვის დამახასიათებელ სტილშია და ამჯერად, თბილისსა და ღვინოს ეხება. ლექსის მეორე ნაწილი ასეთია „Мы винище пьём в Тбилиси, Полностью на гамарджобе", — წერს მუსიკოსი.

 

„ლენინგრადის“ გამოსვლამდე, ფესტივალის სცენაზე ქართული კოლექტივები წარდგებიან: Soft Eject, Eko & Vinda Folio და LOUDspeakers.

ფესტივალის ბილეთებისა და აბონემენტის შეძენა შსაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.

ჯგუფიЛенинград - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ლენინგრადი“ საქართველოში: თარიღი და ბილეთები

ფესტივალი Tbilisi Open Air-ი თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე უმღერიათ ისეთ საყოველთაოდ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიც არიან ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.

წელს ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ იპოდრომთან,„ლისი უონდერლენდში“ ტარდება.

ჯგუფ „ლენინგრადის" გარდა, ჰედლაინერებს შორის არიან რუსული ლონდონის ბენდი Archive და ლივერპულის პროგრესივ-როკ-ჯგუფი Anathema. ფესტივალის პირველი დღე სწორედ მათი გამოსვლით გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0