ჯგუფი „ლენინგრადი“ საქართველოში: თარიღი და ბილეთები

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიჯგუფი"Ленинград"
ჯგუფიЛенинград - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფ „ლენინგრადის“ კონცერტზე მოხვედრის მსურველებს Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე სამდღიანი აბონემენტის შეძენა დღეიდან შუძლიათ, ხოლო ფესტივალის ერთი დღის ბილეთები 29 აპრილიდან გაიყიდება.

პოპულარული რუსული ჯგუფი „ლენინგრადი“, რომელსაც საქართველოში ბევრი ფანი ჰყავს, თბილისში პირველად ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air 2017-ის ფარგლებში წარსდგება.

Tbilisi Open Air საქართველოს დედაქალაქში 16-18 ივნისს ჩატარდება. ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და სცენაზე 40-ზე მეტ უცხოელ და ქართველ შემსრულებელს მოუყრის თავს.

 „ლენინგრადი" ქართველი მსმენელის წინაშე 17 ივნისს წარდგება. 

Tbilisi Open Air-ის მუსიკალური დირექტორის დათო ცინცაძის განცხადებით, ცნობილ რუსულ ჯგუფს საქართველოში კონცერტი მანამდე არ გაუმართავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას აქ უამრავი ფანი ჰყავს.

 „ყოველთვის ვცდილობთ მოვიწვიოთ ჩვენს ფესტივალზე რუსი არტისტები, საქართველოში მათი მაღალი ცნობადობიდან გამომდინარე. ჩვენ უკვე გვყავდა ДДТ, ზემფირა და სხვები. და „ლენინგრადი“ თავისთავად ძალიან საინტერესო პროექტია. ისინი ჩვენთვის საინტერესოები იყვნენ, და მათაც სურდათ თბილისში კონცერტის გამართვა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ცინცაძემ.

"ლენინგრადი" სანკტ-პეტერბურგში სერგეი შნუროვმა დააარსა. მუსიკოსები ცნობილი არიან ექსცენტრული სიმღერებით, რომელშიც უხვადაა არანორმატიული ლექსიკა და ალკოჰოლურ-ყოფითი თემატიკა. თავის შემოქმედებაში ჯგუფი აქტიურად იყენებს სხვადასხვა სასულე საკრავს: საყვირს, საქსოფონს, ტრომბონს.

ბოლო წლებში „ლენინგრადი“ ახალ კლიპებს YouTube-ის საკუთარ არხზე წარმოდგენს. განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფს კლიპმა „ექსონატმა“მოუტანა, რომელიც დღემდე 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, და კლიპმა „В Питере — пить“, რომელმაც 40 მილიონი ნახვა დააგროვა.

ამ მომენტში სამდღიანი აბონემენტები შეზღუდული რაოდენობით იყიდება. 28 აპრილის ჩათვლით, ფასი 100 ლარს შეადგენს, 29 აპრილიდან კი 150 ლარი გახდება.

აბონემენტების შეძენა შეიძლება სპორტის სასახლის სალაროებში და ვებ-გვერდზე tkt.ge.

ერთ საფესტივალო დღეზე ბილეთები 29 აპრილიდან გაიყიდება. მათი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება. მის სცენაზე ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.

ფესტივალის სხვა ჰედლაინერებს შორის არიან: ლონდონის ბენდი Archive, რომელიც electronic, trip hop, avant-garde, post-rock and progressive rock-ის სტილის მუსიკას ასრულებს და ლივერპულის პროგრესული როკ-ჯგუფი Anathema.

Tbilisi Open Air 2017-ზე გამოვა ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevda Alizadeh, იგივე Sevdaliza, რომელიც მუშაობს Electronic, alternative R&B, trip hop და art pop-ის ჟანრში, ასევე დიჯეი Oxia (საფრანგეთი), Ripperton (შვეიცარია) და Alex.Do. (გერმანია).

ქართული ჯგუფებიდან ფესტივალზე გამოვლენ Young Georgian Lolitaz, Salio, LOUDspeakers, Kung Fu Junkie Backwarmer, Soft Eject, Friendly Mosquito და სხვები.

ფესტივალის სრული ლაინ-აფი იხილეთ ა.


ყველა ახალი ამბავი
0