თბილისი,17 ივნისი-Sputnik. პირველი ეკოლოგიური არტ-ფესტივალი „არგანი“, შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, ალისა და ნინოს ქანდაკების სიახლოვეს, ჩატარდება 7-9 ივლისს, შეატყობინეს SputnikГрузия-ს ორგანიზატორებმა.
ფესტივალის მთავარი მიზანი, ჯანმრთელი ცხოვრების წესის, ვეგეტარიანიზმისა და ისეთი ფასეულობების პროპაგანდაა, როგორიცაა დედამიწასა და მის მაცხოვრებლებზე ზრუნვა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი ხელს შეუწყობს ბათუმში ეკოლოგიური უსაფრთხოების თემის პოპულარობას, პრობლემების დანახვასა და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვას.
ძირითად თემებად სოციალური პროექტები მოიაზრება. ჩატარდება მასტერ-კლასები, ვორკშოპები, ხელნაკეთების გამოფენა; მოეწყობა ეზო-რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულოსა და სხვა ხალხების ვეგეტარიანული კერძები იქნება წარმოდგენილი, ბავშვებისთვის ცალკე მოედნები მზადდება, ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტი.
„ფესტივალზე ყველა პროდუქტი იქნება ეკოლოგიური, ბუნებრივი წარმომავლობის. არავითარი ხორცი და ტყავი. ჩვენი დევიზია: „ჩვენ არ ვჭამთ ცხოველებს, ჩვენ მათ ვეხმარებით!“,-განაცხადა ფესტივალის ერთერთმა ორგანიზატორმა იანა მახმუდოვამ.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, კულტურისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. „არგანს“ დაამშვენებენ ცნობილი მუსიოკოსები და ქუჩის შემსრულებლები; ხელნაკეთის დამწყები ოსტატები და ცნობილი მხატვრები; ცნობილი ბრენდების მსხვილი და მცირე კომპანიები, რომლებიც უნიკალურ პროდუქციას ამზადებენ. აქვე იქნებიან მხატვრები, გრაფიტისტები, რეჟისორები, ფოტოგრაფები, მზარეულები, რესტორატორები, ტანსაცმლისა და ინტერიერის დიზაინერები, სტილისტები, არქიტექტორები, მოცეკვავეები, დიჯეები და მსახიობები.
ფესტივალში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. ამისთვის საკმარისია ორგანიზატორებთან დაკავშირება და საკუთარი პროგრამის წარდგენა, რომელიც ღონისძიების იდეას არ ეწინააღმდეგება.
„არგანზე“ გამოვლენ ნინო ბაშარული, მებო ნუცუბიძე, ოთო ნემსაძე, ჯგუფი Bani,Four Line და Asea sool. უკვე ცნობილია, რომ ბათუმში ჩამოვა ცნობილი მედოლე ვადიმ ზიცერი, რომელიც მასტერ-კლასებს ჩაატარებს. ფესტივალის მხარდამჟერი ვარსკვლავების სია დღითი-დღე იმატებს.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება საქველმოქმედო აქცია-ბათუმის უსახლკარო ცხოველების მხარდასაჭერად თანხის შეგროვება.
ფესტივალი „არგანი“ ჩატარდება ბათუმის მერიის, „ბათუმის ბულვარისა“ და საპროდიუსერო ცენტრ Go Mamonts-ის მხარდაჭერით.