Google-ს 1 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ჯარიმა ემუქრება

გამოწერა
კორპორაცია Google-ს კონკურენტების უფლებების შევიწროებაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. კორპორაცია Google ევროკომისიამ გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ მას კონკურენტების უფლებების შევიწროებაში ბრალდებულად აღიარებენ, მას ემუქრება არამარტო რეგულატორის ჯარიმა, არამედ კომპენსაციის გადახდა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც დაზარალებულად ცნობენ, იუწყება  РИА Новости გაზეთ The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით.

თუ Google ბრალდებულად აღიარეს, მას თითოეულ მსგავს საქმეზე წლიური შემოსავლის 10%-იანი ჯარიმა ელის. კომპანია Google-ის მფლობელი ჰოლდინგ Alphabet Inc.-ის წლიური შემოსავალი (2016 წლის შედეგების მიხედვით) 20,4%-ით გაიზარდა — 90,3 მილიარდ დოლარამდე.

„თუმცა, მნიშვნელოვან ჯარიმასთან შედარებით, Google-სთვის სხვა უფრო მტკივნეული შედეგები შეიძლება დადგეს, რომლებიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკავშირდება, მათ შორის, ტექნოლოგიური გიგანტის ცვლილებები არა მხოლოდ მის საძიებო სერვისთან დაკავშირებული საქმიანი პრაქტიკების, არამედ სხვა მომსახურების კუთხით. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ცალკეულმა კომპანიებმა ეროვნულ სასამართლოებში ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვონ“, — წყაროზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი.

ბარათები თბილისისა და საქართველოს ხედებით - Sputnik საქართველო
Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში ეხმარება

2015-2016 წლების განმავლობაში ევროკომისიამ Google-ს რამდენიმე პრეტენზია წაუყენა. სახელდობრ, 2015 წლის აპრილში ევროკომისიამ კომპანია იმაში დაადანაშაულა, რომ ის პრიორიტეტს საკუთარ საძიებო ონ-ლაინ სერვისებს ანიჭებს და კონკურენტების და მომხმარებლების უფლებებს ზღუდავს. ივლისში ევროკომისიამ განაცხადა, რომ Google თავისი დომინანტური მდგომარეობით ბოროტად სარგებლობს და ონლაინ-რეკლამის ზოგიერთ თავის ინსტრუმენტს იყენებს, კერძოდ, სხვა ვებ-გვერდებზე ძებნისას ფასების შედარებას. კომპანიამ ეს ბრალდებები მთლიანად უარყო.

2017 წლის მაისში კონკურენციის საკითხებში ევროკომისიის მთავარმა ეკონომისტმა ტომაზო ვალეტიმ აღნიშნა, რომ კომისია უახლოეს თვეებში Google-თან დაკავშირებულ ანტიმონოპოლიურ საქმეებს დაასრულებს. ივნისის დასაწყისში სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საძიებო სერვისის მუშაობის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, აგვისტოში რეგულატორი კორპორაციას ჯარიმას დაუდგენს.

მანამდე, 2016 წლის აპრილში ევროკომისიამ Google-ს წაუყენა ბრალდებები, რომ ოპერაციული სისტემა Android-ის მქონე სმარტფონების მწარმოებლებისგან ის არამართლზომიერად მოითხოვს საკუთარი დანართების წინასწარ დაყენებას (Chrome და  Google Search-ის ბრაუზერების), და ასევე იყენებს ფინანსურ სტიმულებს, იმ მიზნით, რომ მწარმოებლებმა საკუთარ მოწყობილობებზე Google Search-ი ექსკლუზიურად წინასწარ დააყენონ. კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა დაემტკიცებინა ევროკავშირისთვის, რომ ოპერაციული სისტემა Android-ი ბაზარზე კონკურენციის განვითარებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0