საქართველოში უფრო მეტ ფულს გზავნიან

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და იტალიიდან იგზავნება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 2017 წლის მაისში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ქართულ კომერციულ ბანკებში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 115,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 24,2%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ლიდერობს რუსეთი — 2017 წლის მაისში ამ ქვეყნიდან 37,8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2016 წლის მაისის მონაცემებზე 22%-ით მეტია.

მეორე ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც მაისში 12,1 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2016 წლის მაისთან შედარებით 23%-ით მეტია. შემდეგ მოდიან საბერძნეთი — 11,7 მილიონი დოლარი (9%), იტალია — 11,7 მილიონი დოლარი (14,5%), თურქეთი — 10 მილიონი დოლარი (33%), ისრაელი — 9,4 მილიონი დოლარი (109%).

მაისში ელექტრონულის სისტემების გამოყენებით ქართულ კომერციულ ბანკებში გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 32,8% რუსეთზე მოდის.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებულად ვაჭრობს: წლის დასაწყისიდან ექსპორტი 28,6%-ით გაიზარდა

საერთო ჯამში, 2017 წლის ხუთი თვის განმავლობაში ელექტრონულის სისტემების გამოყენებით ქართულ კომერციულ ბანკებში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა, 2016 წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით, 20,3%-ით გაიზარდა და მან 511,2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან 22,4%-ზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. პირველი ხუთი თვის განმავლობაში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 168,3 მილიონ დოლარამდე შეადგინა (2016 წელს – 137,5 მილიონ დოლარზე მეტი).

ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთიდან გადმორიცხულია 53,6 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 8,1%-ით მეტია. შემდეგ მოდიან იტალია — 52,4 მილიონ დოლარზე მეტი (9%), აშშ — 46,1 მილიონ დოლარამდე (17%), თურქეთი — 41,7 მილიონ დოლარამდე (33%), ისრაელი — 41 მილიონ დოლარამდე (97%).

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებში გადაირიცხა 18,2 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 15,1%-ით მეტია. საერთო ჯამში ხუთი თვის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულია 78,5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0